შვეიცარიაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 73 ადამიანი გარდაიცვალა

16:22, 15.04.2020

შვეიცარიაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 73 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი 502-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსი სულ 26 336 ადამიანს აქვს დადგენილი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 973-ს შეადგენს. შვეიცარიის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები 26 აპრილამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი