შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება.

შვეიცარიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან, საიდან დაინფიცირდა პაციენტი.

ვირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა აღრიცხეს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში, კერძოდ კატალონიაში.

კატალონიის ჩათვლით, ესპანეთში კორონავირუსით სულ ოთხი ადამიანი დაინფიცირდა, რომელტაგანაც ორი გამოჯანმრთელდა.