შვეიცარიაში კომენდანტის საათი ამოქმედდება
შვეიცარიაში კომენდანტის საათი ამოქმედდება

შვეიცარიაში კომენდანტის საათი ამოქმედდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

შვეიცარიაში საღამოს 19:00 საათიდან რესტორნები, ბარები და მაღაზიები დაიკეტება. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების დონე შედარებით დაბალია, გადაადგილებაზე შეზღუდვები ღამის 23:00 საათიდან იმოქმედებს.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გამკაცრებული ზომები შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდას უკავშირდება და ისინი 22 იანვრამდე გაგრძელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 5 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 106 პაციენტი გარდაიცვალა.