შვეიცარიაში, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის სახლთან ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
შვეიცარიაში, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალის ვაიდელის სახლთან ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციაზე დაახლოებით 250 ადამიანი იმყოფებოდა.
ხელისუფლების განცხადებით, აქციამ კონტრაქცია გამოიწვია, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, რომლებსაც აკრძალული ნივთები ჰქონდათ ან პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ.
პოლიციის განცხადებით, გარემო დაძაბული იყო და ზოგიერთ ადამიანს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
46 წლის ალის ვაიდელი პარტიის კანცლერობის კანდიდატია.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაახლოებით 20%-იანი მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, ხვალ, 23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.