შვეიცარიაში დაწყებითი და საშუალო სკოლები გაიხსნა
შვეიცარიაში დაწყებითი და საშუალო სკოლები გაიხსნა

შვეიცარიაში კორონავირუსის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შერბილება გრძელდება. დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები სკოლებს დღეს დაუბრუნდებიან.

ქვეყანაში ასევე გაიხსნა მაღაზიები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და რესტორნები. თითოეული დაწესებულება ვალდებულია წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინოს.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, მიუხედავად შერბილებული რეგულაციებისა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის 30 305 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1 833 გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.