შვეიცარიაში ავტობუსის მგზავრმა თავი დაიწვა, შემთხვევას კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შვეიცარიაში ავტობუსის მგზავრმა თავი დაიწვა, შემთხვევას კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილია სამი პირი.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთში, კერცერსისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, როდესაც ავტობუსში მყოფმა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.