შვეიცარიაში ანტიჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება
შვეიცარიაში ანტიჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება

შვეიცარიაში, 9 თებერვალს ანტიჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. კანონის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი ანტირასისტული კანონმდებლობა სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზეც გავრცელდა. სამართალდამრღვევებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შვეიცარიაში, მისი მრავალი ევროპელი მეზობლისგან განსხვავებით, არ მოქმედებს კანონი, რომელიც კონკრეტულად ლგბტ პირებს დისკრიმინაციისგან დაიცავს.

ქვეყნის მთავრობას ამგვარი მდგომარეობის შეცვლა სურს. ამისათვის, 2018 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ანტირასისტული კანონმდებლობა სექსუალურ ორიენტაციაზეც გავრცელდა. თუმცა კანონის მოწინააღმდეგეებმა საჭირო რაოდენობის – 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს, რომ ეს საკითხი რეფერენდუმზე გაეტანათ.

დატოვე კომენტარი