შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 111 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურ ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტაინში ვირუსის 290 601 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 575 ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა.