შვეიცარიამ „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
შვეიცარიამ „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

შვეიცარიამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ფანს“ სანქციები დაუწესა.

„ვაგნერიც“ და სააგენტო „ფანიც“ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების დეპარტამენტის ცნობით, „ვაგნერს“ სანქციები დაუწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში აქტიური მონაწილეობისთვის, ხოლო რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ფანს“ – რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.