შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს
შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს

შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს. ამის შესახებ „როიტერი“ შვეიცარიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გაგრძელების გათვალისწინებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტის თაობაზე“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.

„როიტერის“ ინფორმაციით, შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

„შვეიცარია კიდევ ერთხელ უდასტურებს სოლიდარობას უკრაინასა და მის ხალხს“, – ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებაში.