შვეიცარია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმრავლესობას რამდენიმე დღეში, გერმანია და ავსტრია კი მარტში გააუქმებენ
შვეიცარია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმრავლესობას რამდენიმე დღეში, გერმანია და ავსტრია კი მარტში გააუქმებენ

შვეიცარია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობას რამდენიმე დღეში, გერმანია და ავსტრია კი მარტში გააუქმებენ.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, შეზღუდვების უმრავლესობა 20 მარტამდე მოიხსნება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ფედერალური მიწების ხელმძღვანელები შეზღუდვების მოხსნის სამსაფეხურიან გეგმაზე შეთანხმდნენ.

პირველ ეტაპზე მაღაზიების ნაწილში შესვლისას აცრის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ იქნება, ასევე მოიხსნება შეზღუდვები აცრილი ადამიანების შეკრებებზე.

გერმანიაში 4 მარტიდან რესტორნებში და ბარებში შესვლისას მხოლოდ უარყოფითი ტესტის პასუხი იქნება საკმარისი და მოქალაქეებს აცრის ან გამოჯანმრთელების ცნობას აღარ მოსთხოვენ. ავსტრიაში შეზღუდვების უმრავლესობა 5 მარტიდან გაუქმდება.