შვეიცარია იტალიის საზღვართან ტყის ხანძარს ებრძვის
შვეიცარია იტალიის საზღვართან ტყის ხანძარს ებრძვის

შვეიცარია იტალიის საზღვართან ტყის ხანძარს ებრძვის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ხანძარი შვეიცარიაში, ვალეში, იტალიის საზღვართან გაჩნდა, ვერტმფრენები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლიკვიდაცია ვერ მოახერხეს.

მედიის ცნობით, ხანძრის სრულად ჩაქრობას შეიძლება, დღეები ან კვირები დასჭირდეს.

„ქარი თუ გაძლიერდება, ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს“, – განაცხადა ვალეს კანტონის პოლიციის სპიკერმა.

ამ კვირაში ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ევროპის, აზიისა და აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა.