შვეიცარია 11 მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს
შვეიცარია 11 მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

შვეიცარია 11 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

კერძოდ, შვეიცარიაში 11 მაისიდან მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია, რესტორნები, ბარები და მუზეუმები.
როგორც მთავრობაში აცახდებენ, კარანტინის ფარგლებში დაწესებული ზომების შემსუბუქების ნაადრევი გადწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე ჩქარა იკლებს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ბოლო ათი დღის განმავლობაში შვეიცარიაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების 250-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა.

11 მაისიდან შვეიცარიაში ასევე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებაც იგეგმება.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ძალაში დარჩება მასობრივი შეკრებების აკრძალვა, რესტორნებსა და ბარებში ერთ მაგიდასთან ოთხზე მეტი ადამიანი ვერ დაჯდება, მაგიდებს შორის კი სულ მცირე ორი მეტრის დისტანცია უნდა იყოს დაცული.