შვედურმა კლუბმა „დილას“ ლეგიონერის ტრანსფერი 500 ათას ევროდ გამოისყიდა #1TVSPORT
ნანა კოფი დონკორი კარიერას შვედურ „აიკ სოლნაში“ გააგრძელებს – ასეთი ხანმოკლე გამოდგა გორის „დილაში“ 19 წლის განელი ლეგიონერის კარიერა, რომელიც ერთი თვის წინ „დინამო თბილისიდან“ დაიბრუნა.
შემტევი ნახევარმცველი 2025 წელს საქართველოში „დილამ“ ჩამოიყვანა, მაგრამ გასულ სეზონში იჯარით „დინამო თბილისში“ ითამაშა, სადც გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
„დილას“ პრესსამსახურის განმარტებით, შვედურმა კლუბმა გაააქტიურა განელი მოთამაშის კონტრაქტის გამოსასყიდი პუნქტი და მის ტრანსფერში 500 ათასი ევრო გადაიხადა.
ეს თანხა მხოლოდ გორის კლუბს არ დარჩება – 500 ათასი 3 ნაწილად გაიყოფა და განაში დონკორის აღმზრდელი აკადემია, „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ გაინაწილებენ.