შვედური გამოცემა - გულიაშვილის აიკ-ში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დასრულდეს #1TVSPORT
შვედური გამოცემა - გულიაშვილის აიკ-ში ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დასრულდეს #1TVSPORT

შვედური აიკ-ი დაინტერესებულია გიორგი გულიაშვილით და შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს დღეებში შედგეს – ინფორმაციას შვედური გამოცემა bollsvenskan ავრცელებს.

„როგორც ირკვევა, აიკ-მა გიორგი გულიაშვილისსარაევოდან“ გადასაყვანად საუკეთესო დრო შეარჩია. გარიგების შესახებ ჭორები რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.

ბოლო ინფორმაციით, ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დასრულდეს. ბოსნიელები 1.3 მილიონ ევროს ითხოვენ“, – ამტკიცებს შვედური გამოცემა.

24 წლის ქართველი სარაევოში 2023 წლიდან თამაშობს და ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი გაიტანა.