შვედმა პროკურორებმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე გამოძიება შეწყვიტეს
შვედმა პროკურორებმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე გამოძიება შეწყვიტეს

შვედმა პროკურორებმა ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე გამოძიება შეწყვიტეს.

ასანჟი, რომელიც ბრალდებას უარყოფს, 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში აფარებდა თავს და შვედეთში მისი ექსტრადირება ვერ ხერხდებოდა.

48 წლის ავსტრალიელი საელჩოდან მიმდინარე წლის მაისში გამოასახლეს და გირაოს პირობების დარღვევისთვის 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასანჟი ამჟამად ლონდოში, ბელმარშის ციხეში იმყოფება. ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ასანჟი ჯაშუშობისთვის, კანონის დარღვევისთვის და სამთავრობო კომპიუტერებზე კიბერთავდასხმისთვის არის ძებნილი.