შვედი კარიკატურისტი ლარს ვილკსი, რომელმაც მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა
შვედი კარიკატურისტი ლარს ვილკსი, რომელმაც მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

შვედი კარიკატურისტი ლარს ვილკსი, რომელმაც მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა შექმნა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით,ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ლარს ვილკსი გადაადგილდებოდა, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ მარკარიდის მახლობლად სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა ორი პოლიციელი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი დაშავდა.

კარიკატურების გამო არაერთი მუქარის მიღების შემდეგ, 75 წლის ლარს ვილკსი პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა და ინციდენტის დროს სწორედ პოლიციის ავტომობილით გადაადგილდებოდა. 2007 წელს გამოქვეყნებულ კარიკატურაში​ ​ლარს ვილკსმა მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის თავი ძაღლის სხეულზე დაახატა. აღნიშნულმა ფაქტმა მუსლიმები შეურაცხყო, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველის მსგავსი სახით გამოხატვა მკრეხელობად მიიჩნიეს. ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ კარიკატურისტის მკვლელობისთვის ჯილდოდ 100 000 დოლარი ჰქონდა დაწესებული.