შვედი ეკოაქტივისტი ატლანტის ოკეანის გადაცურვას იალქნიანი ნავით აპირებს
შვედი ეკოაქტივისტი ატლანტის ოკეანის გადაცურვას იალქნიანი ნავით აპირებს

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს იალქნიანი ნავით გადაცურავს. ამის შესახებ აქტივისტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე განაცხადა.

გრეტა ტუნბერგი ნიუ იორკში კლიმატთან დაკავშირებულ ორ კონფერენციას უნდა დაესწროს. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი შვედი მოზარდი თვითმფრინავით მგზავრობის წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია გამოდის. გრეტა ტუნბერგი აცხადებს, რომ საფრენი აპარატები გარემოს დაბინძურებას იწვევენ, სწორედ ამიტომ, აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ნავით ჩავა.

დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან ნიუ იორკის მიმართულებით ნავის მოგზაურობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ეკიპაჟის წევრებთან ერთად გრეტა ტუნბერგს კომპანიონობას საკუთარი მამა გაუწევს. ნავზე იქნება შვედი რეჟისორიც, რომელიც აქტივისტის მოგზაურობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.