შვედი ჟურნალისტები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს გაეცნენ
შვედი ჟურნალისტები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური სათავგადასავლო ჟურნალის „აკა სკიდორის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.

პრესტურის ოთხი მონაწილე სვანეთს ესტუმრა. უცხოელმა ჟურნალისტებმა თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტები დაათვალიერეს და სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს, მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სხვადასხვა სოფლები მოინახულეს, სადაც ადგილობრივ კულტურას გაეცნენ. პრესტური „სკი ჯორჯიას“ თანაორგანიზებით მოეწყო.

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებენ.

„აკა სკიდორი“ 1974 წლიდან გამოიცემა და 80 000 მკითხველი ჰყავს, ჟურნალი პოპულარულია სოციალურ მედიაშიც. ის მკითხველს ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო მიმართულებების, აღჭურვილობის, ახალი ტენდენციებისა და მათთვის უცნობი სათხილამურო კურორტების შესახებ.