შვედი დეპუტატი გუსტაფ გოთბერგი – შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან ყველანაირი კონტაქტი შეწყვიტოს
შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტაფ გოთბერგი აცხადებს, რომ შვედეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან ყველანაირი კონტაქტი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
მისივე თქმით, საპარლამენტო ჯგუფი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს პარლამენტთან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი კონტაქტი. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, – წერს შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრი, გუსტაფ გოთბერგი სოციალურ ქსელში.
The Swedish-Georgian parliamentary friendship group has decided to end all contacts with the Georgian parliament with immediate effect. The group dissents the unconstitutional appointment of a new president and call for new elections in Georgia. We stand with the Georgian people.
— Gustaf Göthberg (@gustafgothberg) January 17, 2025