შვედეთში სიცხის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი გადაიდო

16:35, 08.08.2018

შვედეთში სიცხის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი გადაიდო. სატრანსპორტო კომპანია Trafikverket – ში აცხადებენ, რომ რეისები კვირის ბოლომდე გადაიდება.

ბოლო რამდენიმე კვირაა შვედეთში ტემპერატურა 30-35 გრადუსს აღწევს.

ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა მაისიდან მაღალია. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ შვედეთის ისტორიაში ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვე ივლისი იყო.

მსგავსი