შვედეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია
შვედეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია

შვედეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აფტონბლადეტი“ ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ ლინჩეპინგში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების შედეგია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა ყოფილიყო.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა გვედით მდებარე სახლიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე კორპუსში საცხოვრებელი ბინები და ოფისები იყო განთავსებული. ორივე ნაგებობიდან, ასევე ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, საგანგებო სამსახურები და სასწრაფო დახმარების 14 მანქანა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან გამნაღმველებიც.