შვედეთში რესტორნებსა და ბარებში 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა
შვედეთში რესტორნებსა და ბარებში 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა

შვედეთში რესტორნებსა და ბარებში 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით გასულ კვირას მიიღო.

სიენენი“ წერს, რომ შვედეთში მის სამ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების ოთხჯერ მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 6 340 პირი ემსხვერპლა. გამოვლენილია დაინფიცირების 200 000-ზე მეტი შემთხვევა.