შვედეთში პოლიციამ ერთ-ერთ მაღაზიაში მძინარე მამაკაცი დააკავა, რომელიც მოგვიანებით მათ მიერ ძებნილი აღმოჩნდა 
შვედეთში პოლიციამ ერთ-ერთ მაღაზიაში მძინარე მამაკაცი დააკავა, რომელიც მოგვიანებით მათ მიერ ძებნილი აღმოჩნდა 

შვედეთში მდებარე იკეას მაღაზიაში პოლიციამ მძინარე მამაკაცი დააკავა, რომელიც მოგვიანებით მათ მიერ ძებნილი პირი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი  მაღაზიის თანამშრომლებმა საწოლების განყოფილებაში ნახეს და პოლიციაში დარეკეს. მათ არ იცოდნენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მაღაზიაში ეძინა, პოლიციის მიერ იყო ძებნილი.

პოლიციამ მამაკაცი უცხო ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შესვლის გამო დააკავა, თუმცა განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

შვედეთში პოლიციამ ძებნაში მყოფი მამაკაცი მაღაზიაში შემთხვევით დააკავა.