შვედეთში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

13:37, 07.06.2019

შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აფტონბლადეტი“ ავრცელებს.

​ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფების ცნობით, დაზიანებები 19 ადამიანს აქვს მიღებული.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში და მის მიმდებარე შენობაში ფანჯრების მინებია ჩამსხვრეული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, საგანგებო სამსახურები და სასწრაფო დახმარების 14 მანქანა.

მსგავსი