შვედეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი

18:08, 15.08.2019

შვედეთის ცენტრალურ ნაწილში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შვედეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, სამართალდამცველებმა მამაკაცის ავტომობილი ქალაქ ოსტერსუნდში გააჩერეს და მანქანის ჩხრეკის შემდეგ მკვლელობის მიზნით შეთქმულების ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით, დაკავებულის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ის ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი.

მსგავსი