შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, სარა ბაიფორსის თქმით, ბრიტანეთიდან ჩამოსულ ერთ-ერთი მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი ჩამოსვლისთანავე დაუდასტურდა. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. ინფიცირებული იზოლაციაშია გადაყვანილი.

შვედეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის შეზღუდვებია დაწესებული. მსგავსი ზომები მიღებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.