შვედეთში „კოვიდ-19“-ის 8 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვედეთში „კოვიდ-19“-ის 8 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 60 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, შვედეთში „კოვიდ-19“-ის 885 385 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 720 ადამიანი.