შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1746-ს მიაღწია
შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1746-ს მიაღწია

შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1746-ს მიაღწია. „კოვიდ-19“-ის შედეგად ქვეყანაში 20 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 43 მოქალაქე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მათი საშუალო ასაკი 65 წელია.

განცხადება აღნიშნულის შესახებ შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა.

ამასთან, ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს, რადგან შვედეთში მხოლოდ იმ პაციენტებს უტარებენ ტესტს, რომლებიც საავადმყოფოში ხვდებიან.

ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს იმ ქალაქების მცხოვრებლებს, სადაც ვირუსის შემთხვევებმა იმატა, მოერიდონ სახლებიდან გასვლასა და სხვა რეგიონში გამგზავრებას.

შვედეთის მთავრობამ 19 მარტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. ამასთან, 500-ზე მეტი მოქალაქის შეკრება შეიზღუდა. უფროსკლასელები და კოლეჯები დისტანციურად მოქმედებენ. ბაღები და დაწყებითი საფეხურის სკოლები კვლავ ღიაა.