შვედეთში კორონავირუსის 5 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა
შვედეთში კორონავირუსის 5 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 990 ადამიანს დაუდასტურდა, რაც შვედეთისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შვედეთში „კოვიდ-19“-ით ამ დრომდე 180 000 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი 6 164-ს აღწევს.