შვედეთში დახურულ სივრცეებში ღონისძიებებზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენას დაავალდებულებენ
შვედეთში დახურულ სივრცეებში ღონისძიებებზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენას დაავალდებულებენ

შვედეთში დახურულ სივრცეებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენას დაავალდებულებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი გავრცელდება ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

შვედეთის მთავრობა პირველი დეკემბრიდან ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. მწვანე ბარათების შემოღებასაც აპირებს.

ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეცვალა წესი, რომლის მიხედვითაც, კოვიდგადატანილი მოქალაქეების ტესტირება არ იყო რეკომენდებული, მიუხედვად იმისა, რომ მათ სიმპტომები აღენიშნებოდათ.

შვედეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 წელს გადაცილებული მოქალაქეების 85%-ს აქვს გაკეთებული.

შვედეთის ჰოსპიტლებში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მცირეა.

შვედეთმა პანდემიის დროს ე.წ. ლოკდაუნების გამოცხადებაზე უარი თქვა. მთავრობამ მოქალაქეებს უბრალოდ ურჩია, სოციალური დისტანცია დაეცვათ.

შვედეთში „კოვიდ-19“-ს სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხვი შვედეთში მაინც დაბალია.

დატოვე კომენტარი