შვედეთში ჩამოვარდა გამანადგურებელი, რომელსაც ფრინველი დაეჯახა
შვედეთში ჩამოვარდა გამანადგურებელი, რომელსაც ფრინველი დაეჯახა

შვედეთში კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა, რომელსაც ფრინველი დაეჯახა, – ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები იუწყებიან. ინციდენტი შვედეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

სამხედრო საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ავიკატასტროფის დროს პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ახლა თავს კარგად გრძნობს. გამანადგურებელი jas 39-ი კი ტყის მასივში ჩავარდა. სამხედრო საფრენი აპარატის მწარმოებელი შვედური კომპანია Saab-ია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შვედეთში ყოველწლიურად საფრენ აპარატზე ფრინველის დაჯახების 400 შემთხვევა ფიქსირდება.