შვედეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვედეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 7 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვედეთში ვირუსის 312 728 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის „კოვიდ-19“-ით 7 354 პაციენტი გარდაიცვალა.