შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 88 ადამიანი დაიღუპა
The Swedish flag is pictured on April 4, 2020 in Stockholm during the the new coronavirus COVID-19 pamdemic. (Photo by Jonathan NACKSTRAND / AFP) (Photo by JONATHAN NACKSTRAND/AFP via Getty Images)
ბოლო 24 საათის განმავლობაში შვედეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 88 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ვირუსით ქვეყანაში 3 381 ადამიანია დაღუპული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 724 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე შვედეთში „კოვიდ-19“-ის 31 523 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შვედეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი არ დაწესებულა. პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში არ დახურულა სკოლები, რესტორნები და სხვა ბიზნესები.