შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 30 ივნისს დაფიქსირდა. შვედეთში პანდემიის დასაწყისიდან მკაცრი კარანტინი არ გამოცხადებულა, ქვეყნის მასშტაბით სკოლები და რესტორნები ღიაა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შვედეთში „კოვიდ-19“-ის 92 863 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 5 893 ადამიანი.