შვედეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა

10:52, 28.09.2021

შვედეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აფეთქება, ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

ამჟამად კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი