შვედეთმა ბელარუსისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა
შვედეთმა ბელარუსისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა

შვედეთმა ბელარუსისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა შეაჩერა. საუბარია სამ მილიონ დოლარზე, რომელიც გათვალისწინებული იყო ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობისთვის და ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი პეტერ ერიქსონი წერს, შვედეთის დახმარების ძირითადი ნაწილი მიმართულია ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ, რომელიც დღეს ქუჩაში დგას და ცვლილებებს ითხოვს.

მინისტრის განცხადებით, ახლა შვედეთი ყინავს დახმარების ნაწილს, რომელიც გათვალისწინებული იყო სახელმწიფო სუბიექტების მონაწილეობით დაგეგმილი პროექტებისთვის