შვედეთმა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა განაახლა
შვედეთმა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა განაახლა

შვედეთმა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა განაახლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ვაქცინა შესანიშნავია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთა უმრავლესობაც ყოველდღიურად სერიოზულად ავადდება. ამავდროულად, ჩვენ ხანდაზმულებში ვაქცინის გამოყენების დროს არ გვინახავს სერიოზული გვერდითი ეფექტები“, – განაცხადა ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორმა ჯონ კარლსონმა.

იმ ქვეყნების უმრავლესობამ, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეწყვიტეს, ბოლო დღეეებია, ვაქცინაცია კვლავ განაახლეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს შეფასებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება.