შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტი აღკვეთა
შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტი აღკვეთა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერორისტული აქტი აღკვეთა. The Associated Press-ის ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ტერაქტის მზადებაშია ეჭვმიტანილი.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს საერთაშორისო კავშირები ჰქონდა. სამართალდამცველები მის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ, არც იმ ქვეყნებზე საუბრობენ, სადაც მას თანამოაზრეები ჰყავდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ დაკავებულს არანიარი კავშირი არ აქვს სტრასბურგში მომხდარ თავდასხმასთან.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკითხვის მიზნით დაკავებულია რამდენიმე პირი.