შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააუვნებელყვეს რუსული დრონი, რომელიც ფრანგულ ატომურ ავიამზიდს, „შარლ დე გოლს“ უახლოვდებოდა
შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააუვნებელყვეს რუსული დრონი, რომელიც ფრანგულ ატომურ ავიამზიდს, „შარლ დე გოლს“ უახლოვდებოდა.
როგორც შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაახშეს რუსული უპილოტოს სიგნალი, რომელიც მალმეს პორტში გაჩერებულ ფრანგულ ატომურ ავიამზიდს უახლოვდებოდა. საფრანგეთის ხომალდი, უკვე რამდენიმე დღეა, შვედეთის პორტში იმყოფება ნატო-ს სწავლებების ფარგლებში.
შვედური მედიის ცნობით, დრონი რუსული ხომალდიდან გაუშვეს, რომელიც ავიამზიდის სიახლოვეს იმყოფებოდა, შვედმა სამხედროებმა აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი და მისი სიგნალის ჩახშობა დაიწყეს, რის შემდეგაც დრონი გაუჩინარდა.
ამ ეტაპზე უცნობია, ზღვაში ჩამოვარდა დრონი თუ რუსულ ხომალდზე დაბრუნდა.