შვედეთის სამეფოს ელჩი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს

18:39, 18.01.2019

საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ ტიდესტრომი თბილისში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქვეყანას უსამძიმრებს.

ამასთან, ელჩი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„მინდა, სამძიმარი გითხრათ ტრაგიკული მოვლენის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვუსამძიმრებ საქართველოს, ყველა ოჯახს. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ ამ ტრაგედიას ბავშვი ემსხვერპლა. ვიმედოვნებ, ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა ელჩმა.

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს საღამოს მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. არიან დაშავებულებიც.

მსგავსი