შვედეთის საგარეო უწყება – არ ვაღიარებთ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, შვედეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
Sweden does not recognize the legitimacy of the so-called ‘presidential elections’ held in Georgia’s Abkhazia region.
We reiterate our full support for the territorial integrity and sovereignty of Georgia within its internationally recognized borders.
We urge Russia to fulfil… https://t.co/vaxNivGK5Q
— Swedish Ministry for Foreign Affairs (@SweMFA) February 15, 2025