შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვულოცავ საქართველოსა და დავით ზალკალიანს საარჩევნო სისტემის მიღებას, რომელსაც შეუძლია საპარლამენტო პლურალიზმის განმტკიცება

19:47, 30.06.2020

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას ულოცას.

როგორც შვედი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ახალ საარჩევნო სისტემას შეუძლია ქვეყანაში საპარლამენტო პლურალიზმის განმტკიცება.

„ვულოცავ საქართველოსა და დავით ზალკალიანს საარჩევნო სისტემის მიღებას, რომელსაც შეუძლია საპარლამენტო პლურალიზმის განმტკიცება და საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი წარმომადგენლის დაშვება. ასევე მნიშვნელოვანია, შესრულდეს ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებული რეფორმები და მომავალ პარლამენტში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი