შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრაგიკული მოვლენები უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში მუდმივი ყურადღება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრაგიკული მოვლენები უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში მუდმივი ყურადღება

ტრაგიკული მოვლენები უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოში და მოლდოვაში მუდმივი ყურადღება და პოლიტიკური ვალდებულება – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შვედი დიპლომატის თქმით, ეუთო-ს რეგიონში კონფლიქტები კვლავ გადაუწყვეტელია და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე, კონფლიქტი ჯერ კიდევ შორს არის მოგვარებისგან.

ენ ლინდეს თქმით, სწორედ უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის ტრაგიკული მოვლენების გამო, ორგანიზაციამ საქართველოს და მოლდოვას კონფლიქტებს მუდმივი ყურადღება უნდა მიაქციოს.