შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები სასწრაფოდ იქნა განხილული და მიღებული, რაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან

19:43, 17.04.2025
STOCKHOLM 20230124
Migrationsminister Maria Malmer Stenergard (M) under pressträff om vad som hänt och planeras framåt i migrationspolitiken.
Foro Fredrik Sandberg / TT kod 10080

STOCKHOLM 20230124 Migrationsminister Maria Malmer Stenergard (M) under pressträff om vad som hänt och planeras framåt i migrationspolitiken. Foro Fredrik Sandberg / TT kod 10080

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ეს ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან.

„გუშინ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები სასწრაფოდ იქნა განხილული და მიღებული. ეს ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან“, – წერს მარია სტენერგარდი.

მსგავსი