შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება

მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ უოლსტრომმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„10 წელი გავიდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.