შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოხარული ვარ, ვიდგე მინისტრ დავით ზალკალიანისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის გვერდით

11:07, 03.12.2021

ეუთო-ს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, ვიდგე მინისტრ დავით ზალკალიანისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის გვერდით.

როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ჩვენ ვასრულებდით აქტიურ როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, კონფლიქტის სტატუს-ქვო, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, მიუღებელია“, – წერს ენ ლინდე.

მსგავსი