შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიგვაჩია, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა შექმნას დიალოგისთვის პლატფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას იძლევა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიგვაჩია, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა შექმნას დიალოგისთვის პლატფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას იძლევა

როდესაც ნებისმიერ პოლიტიკური კონფლიქტი ხდება ძალადობრივი, ჩვენ ეს არ მოგვწონს, მიგვაჩია, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა მოახერხოს და შექმნას დიალოგისთვის პლატფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვოლსტრომმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიის მონაწილებს კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური სივრცის და ოპოზიციის შევიწროებას, ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა ექნება“.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, საქართველომ უზრუნველყოს პოლიტიკური დისკუსიები.

„უკვე არსებობს პროცესები, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაწევრიანებისთვის. თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად კიბეს ზემოთ ავყავართ. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ პროცესში ჩაბმის სურვილი. ეს ყველაფერი გამყარებულია და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ყველა ჩვენგანმა ვიცით ამ მოვლენების შესახებ, ვიდრე აქ ჩამოვიდოდით ამის შესახებ პრესიდან შევიტყვეთ. როდესაც ნებისმიერ პოლიტიკური კონფლიქტი ხდება ძალადობრივი, ჩვენ ეს არ მოგვწონს. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა მოახერხოს და შექმნას დიალოგისთვის პლატფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას იძლევა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, რომ უზრუნველყოს პოლიტიკური დისკუსიები, შეიძლება ეს დისკუსიები იყოს ცხელი, თუმცა არ გვინდა, რომ აღნიშნული დიალოგის მიმდინარეობისას ძალადობა წარმოიშვას. დამატებით ჩვენ ნამდვილად არ გვსურს კომენტარი საკითხებზე, რომლებიც უნდა განიხილოთ პოლიტიკურად“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.