შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას

16:06, 28.11.2025

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას. მათ ეს ძალადობის, დაპატიმრებებისა და მზარდი რეპრესიების ფონზე გააკეთეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მალმერ სტენერგარდი წერს, „შვედეთი გააგრძელებს დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას“.

„შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას“, – წერს მარია მალმერ სტენერგარდი.

მსგავსი