შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ კვირას დათანხმდება
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ კვირას დათანხმდება.
„ვილნიუსში პრეზიდენტი ერდოღანი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი კრისტერსონი ერთმანეთს შეხვდებიან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. პროცესი გრძელდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ უახლოეს დღეებში, რათა გავხდეთ ნატო-ს წევრი. იმედი გვაქვს და ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ თურქეთის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა, თუმცა შეხვედრაზე შვედეთმა ვერ მოახერხა თურქეთის დარწმუნება, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესისთვის მხარი დაეჭირა. აღნიშნული საკითხი თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის მომავალ კვირას განიხილება.